FANDOM


ელფები ჯერ კიდევ ადრეეპოქმდელ დღეებში.ორ უმთავრეს შტოდ გაიყვნენ:დასავლელ ელფებად (ელდარებად) და აღმოსავლელ ელფებად.ამ უკანასკნელ მოდგმას ბნელტევრისა და ლორიენის  ელფები მიეკუთვნენოდნენ.აღმოსავლელი ელფების ენა წიგნში არსად გაჟღერებულა .ყველა ელფური სიტყვა და სახელი ელდარული წარმოშობისაა. ნაწარმოებებში ორი ელდარული გვხვდება :უზენაესი ელფების ქვენია  და ბნელი ელფების სინდარული.ქვენიაზე ზღვისგაღმეთში  ელდამარში საუბრობდნენ და პირველად სწორედ  ამ ენაზე  შეიქმნა  წერილობითი დოკუმენტები.ქვენია  მესამე ეპოქაში სამწიგნობრო, ცერემონიალებისთვის განკუთვნილ ენად იქცა.როგორც ჩვენთან ლათინურია. ამ ენაზე  ის ელდარები საუბრობდნენ  ვინც ზღვისგაღმეთში გაცურვა გადაიფიქრა და შუამიწეთის ნაპირებზე,ბელერიანდის მხარეში  დასახლდა.მათი მეფე დორიათელი  თინგოლ რუხი-ლაბადა იყო.სინდარული ენა ქვენიას ენათესავებოდა , მაგრამ შუამიწეთის მარადცვალებადი,მოკვდავი მხარეების ბინდში თანდათან შეიცვალა  და ეს ორი ენა ერთმანეთისგან გაუხცოვდა.ზღვისგაღმეთიდან უკან დაბრუნებულმა ,ხიზანმა ელფებმაც  სინდარულზე დაიწყეს საუბარი .წიგნში აღწერილი ყველა  ელფი და ელფი მბრძანებელი ამ ენას იყენებდა.ამ მბრძანებელთა შორის უდიადესი და უკეთილშობილესი გალადირელი იყო,ფინარფინის სამეფო გვარის წარმომადგენელი,ნარგოთრონდის მეფე ფინროდ ფელაგუნდის და ხიზანი ელფების გულებში არასდრის დამცხრალა  ზღვისადმი ლტოლვა.ბნელი ელფების გულებში კი მიძინებული იყო,ოღონდ თუ ერთხელ გაღვივდებოდა ზღვის უნახავად ვეღარასდროს დამშვიდდებოდნენ.
Eldamar
Hqdefault
Images