FANDOM


ადენმა და მენტოსმა რამდენიმე დერეფანი გაიარეს და მალე სასადილო ოთახში აღმოჩნდნენ.ოთახი დიდი იყო სანთლებით განათებული  ოთახში რამდენიმე სარკმელი იყო.შუაში გრძელი მაგიდა იდგა,მდიდრული აბრეშუმის გადასაფარებლით,რომელზეც საუცხოო სუფრა იყო გაშლილი.მალე ორივე მაგიდას მიუჯდნენ და  გრძელი მგზავრობით დაღლილები მადიანად ჭამას შეუდგნენ,როდესაც  მორჩნენ და მსუბუქად დანაყრდნენ მეორე დარბაზში გავიდნენ რომელიც მხოლოდ ცეცხლის შუქით იყო განათებული რომელიც დარბაზის ბოლოში მყოფი ბუხრიდან გამოდიოდა.ბუხართან  მაგიდა იდგა მაგიდასთან კი რამდენიმე სავარძელი  ,დარბაზში მთელს სიგრძეზე წეთელი ხალიჩა იყო იატაკზე დაგებული რომელიც ვერცხლის ორნამენტებით იყო მოხატული.                                                                                                                                                  -მენტოს,გზაში თქვი რომ ხალხი ბოლოდროინდელმა შმაძრწუნებელმა ამბებმა შეაშინაო რა ამბებს გულისხმობდი?-ჰკითხა ადენმა რომელიც რბილად მოკალათებულიყო სავარძელში.                               -ჩემი ძმა 3 კვირის წინ ელდორეთში გაემგზავრა,ჩვენი ბიძაშვილის მოსანახულებლად-დაიწყო მენტოსმა-როდესაც იქიდან უკან ბრუნდებოდა,გემის კაპიტანს გზა აერია და გეზი იმის მაგივრად რომ აღმოსავლეთისკენ აეღო,დასავლეთით გადაუხვია,მალე დაწყევლილ კუნძულებს მიადგნენ სადაც მედულასთან ბრძოლა მოუხდათ,თუმცა მედულასმა უეცრად უკან დაიხია სამწუხაროდ კაპიტანი გარდაიცვალა მასთან ბრძოლაში რომელიც მამაჩემის ერთგული მსახური იყო ოდესღაც.მაგრამ ჩემი ძმა იმდენად სულელია, იმის მაგივრად,რომ უან გაბრუნებულიყო ჩრდილოეთით გაემართა და ახლა აქეთ მიდლენდის გავლით მოემართება.უკვე 1 კვირაა მისგან წერილი არ მიმიღია,რაც ძალიან მაშინებს.იმედი მაქვს რომ ცოცხალი და ცუდი არაფერი შეემთხვა.თუ  3 დღეში არ გამოჩნდება მცირე ლაშქართან ერთად ჩრდილოეთით მომიწევს გაცურვა.-უეცრად მენტოსი მოიღუშა რომლიც ცეცხლს შეფყურებდა.                                                                                                                                                -იმედი მაქვს გამოჩნდება ,რადგან ვშიშობ,რომ შენთვის იქ გაცურვა სახიფათო იქნება.                           -ჩემზე ნუღელავ,მე არაფერი არ მომივა.როგორ არ გესმის ის ჩემი ძმაა,მამაჩემს სიკვდილის წინ შევპირდი რომ მას ყურადღებას მივაქცევდი ,ახლა მას ვერ მივატოვებ,უბრალოდ არ შემიძლია.-ადენი ფეხზე წამოდგა,მენტოსს მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.                                                              -მესმის შენი.იმედი მაქვს რომ  მანამდე აუცილებლად გამოჩნდება აი ნახავ აუცილებლად მოვა,იმედი ჯერ კიდევ არსებობს.მთავარია ამის გჯეროდეს.                                                                     -ვიცი,რომ ის ცოცხალია თუმცა ვგრძნობ  რომ რაღაც უბედურება შეემთხვა,ის საფრთხეშია და ჩემი დახმარება სჭირდება ამას ვგრძნობ.და ვფიქრობ რომ..-საუბარი მოსამსახურემ გააწყვეტინა რომელიც ოთახში შემოვიდა.                                                                                                                                       -საძინებელი ოთახი მზად არის ბატონო.                                                                                                     -ძალიან კარგი,გაეღიმა მენტოსს და გულიდან სევდა გადაეყარა.შეგიძლია ადენი მის საძინებლამდე მიაცილო.- შემდეგ ადენს მიუბრუნდა ხელი მოჰკიდა და უთხრა:- მშვიდი ძილი ჩემო დედოფალო,თუ რამე დაგჭირდებათ თავისუფლად შეგიძლიათ მომაკითხოთ.მე აქ ვიქნები,საქმეები მაქვს.                      -ადენს გაეღიმა და უთხრა:- დიდი მადლობა მენტოს ყველაფრისთვის,ახლა კი წავალ თორემ მზავრობით ძალიან დავიღალე.-ადენი მსახურს გაჰყვა რომელმაც საძინებმადე მიაცილა.როგორც კი ადენი გავიდა მენტოსი ფანჯარას მიუახლოვდა და გარეთ გაიხედა,ვარსკვლავებს გახედა და გულში გაიფიქრა,რომელსაც კვლავ სევდა ავსებულიყო.. - ნეტავ ახლა სად ხარ ამრონ.იმედია თავს ცუდი არაფერი გადაგხდა,თორემ საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ.- შემდეგ ვლავ სავარძელში მოკალათდა და დაღლილ-დაქანცულს ბუხართან ჩაეძინა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki