FANDOM


თითქმის თენდებოდა როდესაც ეტლი  ალანის ციხე-სიმაგრეს მიუახლოვდა,რომელიც ცნობილი იყო როგორც  ვერცხლის ციხე სიმაგრე..ეს უძველესი სასახლე იყო რომელზეც ხალხში მთელს  ეანორში თქმულებები დადიოდა.ამ მიწებზე მხოლოდ ეს ციხე სიმაგრე არსებობდა ამიტომაც მთელს მიწებს ალანი ეწოდებოდა.ციხე უზარმაზარი  ნაგებობა იყო უზარმაზარი ქვის გალავანით,რომელიც ჯერ ვერავის ვერასდროს ვერ აეღო,გალავნის შუაგულში კარიბჭე იყო...რომელიც მხოლოდ მეფის ბრძანებით იღებოდა ამიტომ თუკი ვინმეს ალანიდან გასვლა ან ალანში შემოსვლა სურდა ჯერ მეფეს უნდა შეხვედროდა ეს ერთგვარი თავდაცვა იყო. ეტლი ზუსტად კარიbჭის წინ გაჩერდა.მენტოსი ეტლიდან გადმოვიდა.                                                                                                                                  -ესეც ასე ჩემო ძვირფასო უკვე მოვედით.თქვა მენტოსმა და ადენს ხელი გაუწოდა.ადენიც ეტლიდან გადმოვიდა და განცვიფრებული თვალებით ზევით აიხედა.მენტოსმა კაკრიბჭის მცველებს კარის გაღება უბრძანა და კარიბჭც გაიღო ... გარეთ ცხენი გამოვიდა ვერცხლის უნაგირით.მენოსმა ადენი ცხენზე შესვა და  ქალაქში შეიყვანა. ალანებს ასეთი წესი ჰქონდათ,როდესაც ცოლს ირთავდნენ ცხენით შჰყავდათ ხოლმე ქალაქში. ქალაქი ულამაზესი იყო,თუმცა ქუჩებში ხალხი არ იყო,ადენს გაუკვირდა და ჰკითხა მენტოსს.                                                                                                                  -ჩემო მეფეო, ხალხი რატომ არ არის ქუჩებში?რამე ხდება?                                                                        -ბოლოდროინდელი შმაძრწუნებელი ამბების გამო ეშინიათ ამიტომ იმალებიან, სულ ტყუილად შიშობენ ალანი დღემდე აუღებელი ციხესიმაგრეა. ამიტომ შენ ნუ შეგეშინდება რადგან სრულიად უსაფრთხოდ იქნები ჩემთან,სანამ მე ცოცხალი ვარ შენ არაფერი გემუქრება.                                                    სულ მალე სასახლეს მიუახლოვდნენ რომელიც ალანის შუაგულში იყო,სასახლეს გარშემო  ქვის კედელი ჰქონდა შემოვლებული სასახლის ეზოში მთლიანად ქვაფენილი იყო,იქვე პატარა შადრევანიც იდგა რომლიდანაც  უკვე დიდი ხანია წყალი აღარ სჩქეფდა.აქაურობა დიდებული იყო,თუმცა  ერთი შეხედვით მიტოვებული,თითქოს ამ ციხე სიმაგრეში  მეფე არ ყოფილიყოს.ყველაფერი ძალიან უცნაურად მოეჩვენა ადენს. მალე სასახლეს მიუახლოვდნენ და მეფემ კარი გააღო.ადენმა როგორც კი ფეხი შედგა სასახლეში სანთლები თავისით აინთო და სასახლეც განათდა.ადენი დიდ დარბაზში აღმოჩნდა,იატაკზე და ჭერი ვერცხლის იყო და დიდი ბუხრის შუქზე თვალისმომჭრელად ელავდა.დარბაზის ბოლოში ასევე  2 ვერცხლის ტახტი იდგა ერთი მეფისთვის მეორე კი დედოფლისთვის,დარბაზის გარდიგარდმო ჩაყოლებაზე დიდი ბოძები იდგა რომელიც სხვადასხვა ნახატებით იყო მოხატული.                                                                                                                             - ამ ბოძებზე ალანის ძველი მეფეების ისტორიებია მოხატული.უეცრად  დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა..მენტსო უყურებდა ნახატებს და ფიქრობდა ,მალე ისევ მან დაარღვია სიჩუმე.ოდესღაც ალანი ძალიან დიდებული სამეფო იყო,თუმცა მას მერე რაც 5 სამეფოს კავშირი დაიშალა, მხოლოდ სასახლემ შეინარჩუნა თავისი სიდიადე ისიც მხოლოდ შიგნიდან.მენტოსამ  ღრმად ამოიოხრა და ადენს შეხედა.-ალბათ დაღლილი იქნბეი მგზავრობით წამოდი სასადილიო დარბაზში გავიდეთ და ვისაუზმოთ,საუზმე უკვე მზად არის.მენტოსმა ადენს ხელი მოჰკიდა და სასახლის ბოლოში მყოფ კარისკენ გაუძღვა ადენს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki