FANDOM


ბინდდებოდა ირგვლივ  სიჩუმე იყო რომელსაც  მხოლოდ ფოთლების შრიალი არღვევდა , ცაზე მთვარე და ვარსკვლავები კიაფობდა.მშვიდი საღამო იყო,ფანჯარასთან არდორის მეფის შვილი ადენი  იდგა და ჩაფიქრებული კაშკაშა ვარსკვლავების ცქერით ტკბებოდა და ფოთოლთა ჩურჩულს უსმენდა რომლებიც ძველ სიმღერებს მღეროდნენ.სიჩუმე კარზე კაკუნმა დაარღვია,                                                                      -მობრძანდით. უეცრად კარი გაიღო და ოთახში მსახური შემოვიდა.                                                            - ჩემო ქალბატონო მამათქვენი დარბაზში    გიხმობთ.   სტუმრები უკვე მოვიდნენ დაგელოდებიან.         -უთხარი რომ მალე ჩამოვალ.თქვა ადენმა რომელსაც თვალები აუცრემლდა და ატირდა.                            -ჩემო საბრალო.უთხრა მსახურმა და გულში ჩაიკრა.ვიცი რომ ის არ გიყვარს მაგრამ მამაშენის ნებას წინ ვერ აღუდგები.იცი ოდესღაც დედაშენს მამაშენი არ უყვარდა. დროთა განმავლობაში შეძლებ მის შეყვარებას,ახლა კი გაიღიმე მინდა სულ გაღიმებულს გხედავდე                                                                 .-დორა წადი მამასთან და უთხარი რომ მალე ჩამოვალ.                                                                          -ასე ჯობია- გაეღიმა დორას და ოთახიდან გავიდა.კიბეებით სასახლის მთავარ დარბაზში და ჩავიდა და მეფე  ადლერს ადენის სიტყვები გადასცა. მეფეს გაეღიმა და სტუმრებს მიმართა.             -ჩემო მეგობრებო დღეს ჩვენი შვილების ნიშნობაა,რასაც მალე ქორწილიც მოყვება,რაც 2 სამეფოს კავშირი იქნება და ყველა.....-უეცრად მეფე დამუნჯდა და კიბეებს მიაშტერდა კიბეებზე ადენი ჩამოსულიყო რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა წითურ თმას ვერცხლის გვირგვინი უმშვენებდა ხოლო მდიდრულ შავ კაბას წითელი ძვირფასი თვლები.სტუმრები ერთხანს ხმას ვეღარ იღებდნენ მისი სილამაზით აღტაცებულნი,სანამ მენტოსი ალანის მეფე არ მიუახლოვდა დაუჩოქა და უთხრა:-                                                                                                             -ადენ ბევრი მსმენია თქვენს საოცარ სილამაზეზე თუმცა თქვენ ბევრად უფრო ლამაზი ყოფილხართ ვიდრე უბრალო ხალხის თქმულებებში.მიხარია რომ მალე ჩემი დედოფალი გახდებით-მენტოსმა თბილი მზერით ახედა ადენს და თითზე  ბეჭედი გაუკეთა რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა,ულამაზესი ბეჭედი იყოუძვირფასესი თვლებით.                                 -გმადლობთ ბატონო,ჩემთვის დიდი პატივია რომ მალე ცოლად შემირთვათ-გაუღიმა ადენმა მენტოსს თუმცა გულის სიღრმეში ის უბედური იყო. შემდეგ მენტოსი  მეფეს მიუბრუუნდა ტახტის წინ დაუჩოქა დაემშვიდობა ადენს ხელი მოჰკიდა გარეთ გაიყვანა ეტლში ჩასვა და ალანისკენ გაემართა ადენთან ერთად. ადენი გულდამძიმებული მთელი გზა  კვლავ ვარსკვლავებს შეჰყურებდა...გზადაგზა მგლების ყმუილი მოდიოდა შორი მთებიდან რაც ცოტა აშინებდა ადენს . ეს მენტოსმა შეამჩნია და უთხრა:-           -ნუ გეშინია ისინი აქ ვერ მოვლენ ჩემი ეშინიათ...                                                                                         -ეშინიათ? გაუკვირდა ადენს და გაეცინა.                                                                                                       -შენ მე არ მინცობ არ იცი რა შემიძლია.მალე ყველაფერს გაიგებ ჩემზე ჩემო ძვირფასო -მენტოსს ცბიერად გაეღიმა და ფანჯარაში გაიხედა მანაც. ადენს მალე ჩაეძინა.მათ მთელი ღამე იმგზავრეს, გრძელი და საშიში თუმცა ლამაზი გზა გაიარეს ...ირგვლივ    სიჩუმე იყო,მხოლოდ ცხენის ფლოქვების თქარუნის ხმა გაიმოდა   ყრუდ.ცაზე მთვარე და ვარსკვკავები კიაფობდნენ,მშვიდი ღამე იყო,ფოთლები ძველი თქმულებებიდან სიმღერებს მღეროდნენ ალანის უზესაეს მეფეებზე..         

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki