FANDOM


ზაფხულის კიდევ ერთი დღე გათენდა,მენტოსს სავარძელში გამოეღვიძა,ფეხზე წამოდგა,ფანჯარას მიუახლოვდა და ჩაფიქრებული თვალებით შორს ჰორიზონტს გახედა სადაც ზღვა მოჩანდა,უეცრად ოთახში ვიღაც შემოვარდა.                                                                                                                                        -ფარადორ ნუთუ შენთვის დედაშენს კარზე დაკაკუნება არ უსწავლია მითუმეტეს როცა მეფესთან შედიხარ-მრისხანედ შეხედა მენტოსმა ფარადორს თუმცა გაეღიმა.                                                                   -არ დაგავიწყდეს მენტოს რომ მეც მეფე ვარ -ცბიერი ღიმილითვე უპასუხა ფარადორმა.  -კი მეფე ხარ თუმცა უგვირგვინო -გაეცინა მენტოსს.                                                                                 - ერენვაითში მივდივარ ავალასთან, გარესამყაროში მომხდარი ამბების გამო.მედულასი მალე ელდორეთსაც მიაღწევს,      - მერედა ერენვაითი და ავალასი რა შუაშია?                                                                                                  - ავალასმა ჯადოქრების საბჭო მიიწვია .წერილი მომწერა,უნდა რომ ერენვაითში ჩავიდე.დღესვე მივემგზავრები,ამიტომ გემი და ცოტა ხალხი მჭირდება.                                                                                   -რაც გინდა ის გააკეთე ხომ იცი ალანი შენი სახლიც არის.-უთხრა მენტოსმა და ფარადორს მხარზე ხელი დაადო. ფარადორმა კი თავი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად და ოთახიდან გავიდა.კიბეებზე ჩავიდა მთავარი დარბაზი გაიარა და გარეთ კარიბჭის მცველებს კარის გაღება მოსთხოვა კარი გაიღო და ფარადორი ცხენით ნავსადგურში გაემართა.                                          იქ გემი დახვდა ეკიპაჟთან ერთად.                                                                                                            -ბატონო,საით უნდა გავცუროთ?-იკითხა გემის კაპიტანმა.                                                                     - ერენვაითში მივდივართ-უთხრა კაპიტანს და კიბეებზე ავიდა საჭესთან.                                                   ერენვაითამდე დაახლოებით ნახევარი დღის სავალი იყო,რადგან ახლოს მდებარეობდა ალანთან.ერენვაითი ბოლო  20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ადგილად ითვლებოდა რადგან აქ უძლეველი ჯადოქრის ავალასის სამფლობელო იყო.მალე მოსაღამოვდა და ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდნენ,მშვიდი საღამო იყო ზღვის ტალღები მშვიდად ღელავდნენ,ირგვლივ სიჩუმე იყო,ფარადორი ჩაფიქრებული იდგა  და ზღვას გაჰყურებდა,მას მისი ძმა მილდორი მიუახლოვდა და უთხრა:- როგორი მშვიდი საღამოა                                                                                                                -ნამდვილად - დაეთანხმა ფარადორი და დანაღვლიანდა თუმცა არ შეიმჩნია ხელში რაღაც ეჭირა.        - ისევ მასზე ფიქრობ -გაეღიმა მილდორს.                                                                                                  ფარადორმა დაღონებული სახით გახედა მის გვერდით მდგარ მილდორს.                                               -ახლა ეანორში ბნელი დრო დგას,სამყარო წყვდიადმა მოიცვა,ვფიქრობ მედულასის ძალას წინ ვერ აღვუდგებით,შეიძლება ჩემი სიცოცხლე ხვალ დამთავრდეს ან თუნდაც დღეს,არავინ იცის გზად რა ხიფათი გველის,ახლა ყველგან მტერია ჩასაფრებული,ვშიშობ რომ მას  ვეღარ ვიხილავ.                          -ნუ ღელავ-უთხრა მილდორმა ვფიქრობ აღსასრული ჯერ არ დამდგარა და არც დადგება ამის იმედი ჯერ კიდევ არსებობს.მას კიდევ იხილავ ძმაო.მერწმუნე აი ნახავ.                                                               -შესაძლოა ეს სამყაროს აღსასრული არ არის მაგრამ ჩემთვის ნამდვილად აღსასრულია,თქვა ფარადორმა და ქვევით კიბეებზე ჩავიდა.                                                                                                          მალე გემი ერენვაითის ნაპირს მიადგა.სადაც ავალასის რამდენიმე მსახური დახვდა 2 ცხენით.ფარადორი კაპიტანს დაემშვიდა  და გემიდან მილდორატნ ერთად ჩავიდა,ორივე ცხენზე ამხედრდა და ავალასის ციხე სიმაგრისკენ გაემართნენ.რომელიც ცნობილი იყო როგორც მინჰაროიდი.მას მერე რაც 5 სამეფოს კავშირი დაიშალა და მედულასმა მიდლენდი ხელში ჩაიგდო ეს ერთადერთი სამეფო იყო რომელსაც ელფებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ელფებიც ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე მინჰაროიდს,თეთრი ჯადოქრის ავალასის ციხე-სიმაგრეს,სწორედ ავალასი მართავდა მთელ ერენვაითს და ეს ერთადერთი სამეფო იყო სადაც მშვიდობა სუფევდა,თუმცა  მშვიდობა მაინც დარღვეულიყო ეს იმ შიშს დაეღვია რომელიც ერენვაითში მცხოვრები ადამიანთა გულებში მკვიდრობდა,მიუხედავად ამისა ხალხი თავს მაინც აქ და ერედ ლუინში  გრძნობდა ყველაზე უსაფრთხოდ.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki