FANDOM


ფარადორი და მილდორი  მალე ტყეს მიუახლოვდნენ,ეს ტყე ყველაზე საშიშ და იდუმალ ტყედ ითვლებოდა მთელს ერანორში ამიტომაც მას იდუმალი ტყე ეწოდებოდა,ტყე მილდორს ზედმეტად დაბურული და ბნელი ეჩვენა და ცოტა არ იყოს შეშინდა კიდეც,რადგან ამ ტყეზე თქმულებები და საშიში ისტორიები  დადიოდა რაც ყველას სისხლს უყინავდა.                                                                                     -ჩვენ რა ამ საზარელ ტყეში უნდა შევიდეთ?-ჰკითხა მილდორმა,ფარადორს კი გაეცინა და უთხრა:           -რა იყო ხო არ გეშინია? დამიჯერე  აქ საშიში ისეთი არაფერია უბრალოდ ღამით ტყე ცოცხლდება..ხომ იცი აქ ბევრჯერ ვყოფილვარ აქაურობას საკუთარი 5 თითივით ვიცნობ ისევე როგორც ეს ტყე მიცნობს,ამიტომ ჩვენ დღეს მსხვერპლი არ ვიქნებით...ასე რომ ნუ შეგეშინდება ახლა ბილიკისკენ უნდა გავემართოთ მინჰაროიდისკენ მაქსიმუმ 3 დღის სავალია,ფეხით მოგვიწევს ტყეში შესვლა.-თქვა ფარადორმა და შემდეგ ცხენი ზღვისკენ გაუშვა.                                                                  - რატომ გაუშვი? 3 დღე ფეხით უნდა ვიაროთ? რატომ? -გაუკვირდა მილდორს.                                         -იმიტომ რომ აქაურობას თავისი კანონები აქვს და სჯობს ზედმეტ კითხევს ნუ დამისმევ უბრალოდ ვიცი  რასაც ვაკეთებ და მენდე.წამოდი ბილიკი უნდა ვიპოვოთ.                                                         მაშინ მილდორმაც გაუშვა ცხენი და ორივე იდუმალ ტყეში შევიდნენ.დაახლოებით 3 საათი დაბორიალობდნენ უგზო უკვლოდ.ბოლოს ფარადორი ხის კუნძზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.  მილდორმა ბოთლით წყალი ამოიღო  ჩანთიდან და დალია,შემდეგ ფარადორს გაუწოდა და უთხრა:    -შენ ხომ თქვი რომ  აქ ნამყოფი ხარ? მომატყუე?                                                                                        -რა თქმა უნდა   ნამყოფი ვარ, უბრალოდ წერილში ავალასმა გამაფრთხილა ტყის ბოლოდროინდელ ცვლილებებზე... თქვა ფარადორმა და მილდორს ახედა.                                                                            -რა ცვლილებებზე? ფარადორ მიპასუხე!-დაუყვირა მოლდორმა.                                                                   -როგორც ჩანს ტყის ბილიკები იცვლებიან,ხან ერთი მიმართულებით მიდიან ხან მეორეთი,ზოგჯერ უბრალოდ ქრება ხან კი ჩნდება.თანაც აქ ღამღამობით  საშინელებები ხდება.აქ ბოლოს   დაახლოებით 1 თვის წინ ვარ ნამყოფი ეგეც რომელიღაც ელფთან ერთად,მათ კი ტყის არ ეშინიათ,რადგან თვითონვე ტყის ეფლები არიან ,ტყე თავად ემორჩილება მათ.დამიჯერე აქაურობას კარგად ვიცნობ,უბრალოდ ტყე იცვლება და არამარტო ეს ტყე,სამყარო შეიცვალა და ეს ყველაფერში იგრძნობა.ჰაერიც კი როგორი დახუთულია,წყლები ამღვრეული,სამყარო დიდი საფრთხის წინაშეა,ნუთუ ვერ ხვდები.                                                                                                                         მილდორმა ღრმად ამოიოხრა,ისიც ჩამოჯდა და თავი მუხლებში ჩარგო,შემდეგ აქვითინდა.                     -მეშინია ფარადორ,ჩემი სული ამ ყველაფრის გამო ღრმად არის შეძრული,ეს ყველაფერი გულს მიმძიმებს,თანაც ეს ტყე უფრო მეტად მაშინებს რაც აქ შემოვედით რაღაც ხმები მესმის.                             -მეც შეშინებული ვარ ამ ბოლო დროს,ყველას ეშინია ყველას,თუმცა ,უნდა გამაგრდე,გაიხსენე მამამ რა გითხრა .                                                                                                                                                      მილდორმა ცრემლები მოიწმინდა და ფარადორს შეხედა.                                                                       - "ტირილი სულაც არ ნიშნავს რომ ქალი ხარ,პირიქით,თუ ადამიანს ტირილი არ  შეუძლია  ის არ არის ძლიერი,"-უთხრა მილდორმა- კარგად მახსოვს მამა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი თუმცა მახსოვს მისი სახე,მისი ყოველი სიტყვა. - უეცრად ფარადორი წამოხტა და შეჰყვირა -შეხედე ბილიკი გამოჩნდა ,მალე დაღამდება ბილიკს უნდა გავყვეთ,ცოტა გზა მაინც გავიაროთ,შემდეგ კი ღამის გასათევად ადგილი ვიპოვოთ.                                                                                                                                                                                               ***                                                                                      მილდორი აქეთ -იქით იყურებოდა,ხან ზევით იყურებოდა და ხეებს ათვალიერებდა, უზარმაზარებს და აშილტილებს.წვრილებს და დატოტვილებს,ხეები ირხეოდენენ ქარი არ იყო თუმცა ირხეოდნენ ფოთლები დაფრინავდნენ და მღეროდნენ ძველ თქმულებებს ყვებოდნენ  უძლეველ მეფეებზე და დიდებულ ერანორზე.                                                                                                                                  - მათ ნუ უსმენ-უთხრა ფარადორმა.-ცბიერები და საშიშნი არიან,შიძლება ტყეში ღრმად  შეგიტყუონ და იქიდან ცოცხალი ვერც დაბრუნდე.მაგას გირჩევნია წინ იყურო და ბილიკიდან არ გადახვიდე,ყურადღბით იყურე და მე მომყევი.                                                                                              რაც უფრო წინ მიიწევდნენ,ხეები უფრო დიდები ხდებოდნენ და ტყეც უფრო ბნელი ხდებოდა.მგზავრები აღმართს აუყვნენ და პატარა ჩანჩქერს მიადგნენ რომელიც დიდი უშველებელი კლდიდან ჩამოედინებოდა.ფარადორი და მილდორი  სწორედ აქ გაჩერდნენ ღამის გასათევად.მილდროს მალე ძილი მოერია და წყალთან მდებარე  ხის ძირში წამოწვა,ფარადორი კი ჩანჩქერის პირას ჩამოჯდა და ფიქრებს მიეცა.უეცრად სიმღერა გაიგონა,თუმცა იფიქრა ალბათ მომესმაო და ყურადღება არ მიაქცია,მაგრამ მილდორი მიუახლოვდა და უთხრა:-სიმღერა გავიგონე,ისეთი ტკბილი ხმა იყო,ნეტავ ელფები იყვნენ?                                                                             -არა ! ელფები არ ყოფილან-უცებ წყლიდან ვიღაცამ ამოყო თავი,ფარადორმა და მილდორმა უკან დაიხიეს.-ეს მე ვიყავი,საინტერესოა ღამით ამ ტყეში რა გინდათ-ქალმა ცბიერად გაიღიმა და კვლავ წყალში გაუჩინარდა,უეცრად მდინარეში დიდი ლამაზი კუდი გამოჩნდა , ვიღაც ამოხტა წყლიდან და კლდეზე დაჯდა.არსება ულამაზესი იყო,ამ სამყაროში ყველაზე ლამაზ არსებებად ითვლებოდნენ,ესენი სირინოზები იყვნენ,გრძელთმიანები,სიმღერა უყვარდათ,ამბობდნენ,რომ თავიანთი სიმღერით ხალხს ატყვევებდნენ და წყალში იყოლებდნენ ხოლმე.გოგონა ულამაზესი იყო გრძელი შავი თმა და მუქი ლურჯი მოლიცლიცე თვალები ჰქონდა,კანი ელფებივით ფერმკრთალი ჰქონდა და თავის ულამაზეს ლურკ კუდს აქეთ-იქით აქნევდა.  ფარადორი და მილდორი გაოცებულნი შესცქეროდნენ ამ სილამაზეს,თუმცა უცებ სირინოზი დაფრთხა და კვლავ წყალში  გაუჩინარდა.           -სად წავიდა:?-იკითხა მილდორმა რომელიც გამუდმებით წყალში იხედებოდა და მას ეძებდა.               -არ ვიცი,ვფიქრობ რაღაცას შეაშინა.-თქვა ფარადორმა                                                                                 -რაღაცამ ან ვიღაცამ-ხმა უკნიდან მოისმა,ეს ავალასის ხმა იყო.                                                                -ავალას-შესძახა ფარადორმა,-როგორ მიხარია შნი დანახვა შენ რომ არ გამოჩენილიყავი დავიკარგებოდით და ამ ტყეში ჩავრაჩებოდით.                                                                                            -მე რომ არ გამოვჩენილიყავი,ახლა მდინარის ფსკერზე იქნებოდით სულელებო.-ბილიკიდან არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთთქო ხომ გაგაფრთხილე-ახლა კი მომყევით..აიღეთ თქვენი ნივთები და მე გამომყევით კიდევ 2 დღე მოგვიწევს მგზავრობა სჯობს ვიჩქაროთ.                                     ფარადორმა და მილდორმა თავიანთი ნივთები მოაგროვეს და ავალასს გაყვნენ უკიან რომელიც ხეებში გაუჩინარდა.                                                                                                                                                                                                                     ***                                                                                   მალე კვლავ ბილიკამდე მიაღწიეს,რომელიც ფერდობის ძირამდე ჩადიოდა,და შემდეგ ხეობისკენ მიიკლაკნებოდა.მხოლოდ ნიავის ქროლვა და ფოთლების შრიალი ისმოდა ირგვლივ.ბილიკი სამხრეთითნბოლო ორ ციცაბო კლდეს შორის ვიქროვდებოდა ხოლო ბოლოს კვლავ ხეებში მიიწევდა,მათ ბევრი იარეს,ავალასი წინ მიიწევდა ხოლო ფარადორი და მილდროი უკან მიჰყვებოდნენ შეუსვენებლივ იარეს მთელი ღამე არც უჭამიათ,არც გაჩერებულან,ბოლოს გარიჟრაჟზე მილდორმა ენა ამოიდგა და ავალასს უთხრა- მელი ღამე ვიარეთ შენგან განსხვავებით ძალიან დავიღალეთ,ვფიქრობ დასვენება არ გვაწყენდა.                                                                                              -კარგი მხოლო 2 საათით გაძლევთ დროს,რომ შეჭამოთ და ცოტა გამოიძინოთ-შემდეგ კი კვლავ გზას განვაგრძნობთ,უნდა ვიჩქაროთ,რომ საღამომდე მთებამდე მივაღწიოთ.-თქვა ავალასმა და სადღაც წავიდა.მილდორმა კი მგზავრობით დაღლილმა ყველაფერი ძირს დაყარა და დაიძინა.ხოლო ფარადორმა ჩანთიდან ხორცი ამოიღო და ცეცხლი დაანთო მის შესაწვავად.მალე ავალასიც დაბრუნდა.მილდორს ხმაურზე გამოეღვიძა,ის ავალასის და ფარადორის საუბარმა გააღვიძა.                   -ფარადორ,ვფიქრობ არ მოგეწონება რასაც გეტყვი.-დანაღვლიანდებულმა და ცოტა დარცხვენილმა შეხედა ფარადორს.                                                                                                                                         -პირველი ის მაქვს ცუდი ამბავი,რომ  მედულასი არდორსაც  მიადგა,2 დღის წინ მივიღეთ წერილი,რომ საფრთხეში იყვნენ,ისინი მალე  ალანსაც მიაღწევენ,როგორც ჩანს მტერი  საკმაოდ სწრაფად მოქმედებს და ძალიან ძლიერია,შესაძლოა  აქაც მოვიდეს,თუმცა მას ტყის ეშინია.                  -კი მაგრამ ტყეში რა არის ისეთი ,რაც თვით მედულასსაც კი აშინებს.                                                      -ანდორი-ჩუმად თქვა ავალასმა.ეს ტყის მცველია,საკმაოდ,ამიტომაც მედულასი ჯერ თვას შეიკავებს,როცა ალანს და ედლორეთს ჩაიგდებს ხელში მერე მოადგება ერედ ლუინს და ერენვაითს.დრო ჯერ კიდევ არის.შგიძლია ჩრდილოეთით წახვიდე და თავს უშველო გაქცევით,ან ჩემს წინადადებას დასთანხმდე,არჩევნის საშუალება გაქვს,თუკი დამთანხმდები იმას მიიღებ იაც ყველაზე მეტად გინდა,ჩემს ქალიშვილს,ვიცი რომ გიყვარს,ვხედავ როგორ უყურებთ ერთმანეთს.             ფარადორს შერცხვა და თავი დახარა ავალასის წინაშე.-და რა უნდა გავაკეთო?-ჰკითხა ავალასს.             -გემს მოგცემ,ხალხთან ერთად.შორს დასავლეთში უნდა გაცუროთ უცნობ მიწებზე სადაც არცერთ ერანორელს ფეხი არ დაუდგამს ჩემს გარდა და იქ რაღაც უნდა აიღო.ის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია რომელიც მედულასის მოკვლაში დაგვეხმარება,                                                                                         -რა არის ის რაღაც?-იკითხა ფარადორმა.                                                                                                    -რუკა,სადაც 2 ძლევამოსილი ხმლის ადგილსამყოფელია გამოსახული,თუკი იმ 2 ხმალს ვიპოვით,მაშინ ჩემს ხმალსაც დავუმატებთ,შემდეგ კი შეგვეძლება მისი მოკვლა,ხოლო როგორ, ეს უკვე ჩემი საქმეა ,შენ მხოლოდ იმ რუკის დახმარებით ხმლების პოვნა და ჩემთან მოტანა გევალება,თუკი ამას გააკეთებ უფლებას მოგცემ ჩემი ქალიშვილი შენს გვერდით იყოს,ხოლო როცა მედულსს გავანადგურებთ,მიდლენდი შენი გახდება,როგორც ელდორის მემკვიდრეს ის შენ გეკუთვნის,მაშინ ერანორი კვლავ დიდებას დაიბრუნებს და 5 სამეფოს კავშირი კვლავ აღსდგება.გაფრთხილებ,გზა საკმაოდ საშიშია არ გეგონიოს რომ უბრალოდ წახვალ და რუკას აიღებ,ფრთხილად იყავი და სირინოზებს უფრთხილდი.ხოლო რაც შეეხება მეროე ამბავს,რაც შენ ყველაზ მეტად დაგამწუხრებს,მინჰაროიდში ნახავ,ახლა კი დროა გზა გვანგაგრძოთ.საღამომდე მთებს უნდა მივაღწიოთ.მილდორი გააღვიძე და წავიდეთ.                                                                                                     ფარადორმა ნივთები აკრიფა,შემდეგ მილდორი გააღვიძა,რომელიც თავს აჩვენებდა ვითომ ეძინა,მალე კვლავ გზა განაგრძეს,ბილიკს მიადგნენ და   მთებისკენ გაემართნენ.                                                                                                                                                   

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki