FANDOM


                                               თავი 1                                                                                                              ყველას გულებში ცოცხლობს ლეგენდები,ლეგენდები,რომლებიც  სიცოცხლის ბოლომდე ფეთქავს ჩვენს გულში.ამ თქმულებების  წაიკითხვის ან თუნდაც მოსმენის შემდეგ ,ყველას გვქონია იმედი ,სახელის მოხვეჭის,გმირობის ჩადენის და შორეულ ქვეყნებში მოგზაურობის.აი ერთერთი მათგანიც ...                                                                                           ერანორი 5 სამეფოსგან შედგებოდა:მიდლენდი ,არდორი,ალანი,ერედ ლუინი,ერენვაითი  და ელდორეთი.ოდესღაც ხუთივე სამეფო გაერთიანებული იყო,რომლიც ცენტრიც ქალაქი ემიუნჰეინი იყო მიდლენდში.                                                                             მიდლენდი მდიდარი იყო ლამაზი მინდვრებით.დადიოდა ხმები,რომ აქ ამ სამეფოში საუცხოო სილამაზის ველური ცხენები ჰყავდათ,რომლის საყიდლად ხალხს ათასობით კილომეტრის გავლ ადა ზღვის გადაცურვა უხდებოდათ.ხუთივე სამეფო მიდლენდის მეფეს ეკუთვნოდა.ართორ ბრძენი,სწორედ ასე უწოდებდნენ მეფეს,რადგანაც ბრძნულად და სამართლიანად მართავდა ეანორს.ეანორში 50  წელი მშვიდობა იყო სანამ დიდი ომი არ დაიწყო.დასავლეთში უცნობ მიწებზე სინამდვილეში კიდევ ერთი სამეფო არსებობდა,რომელსაც მედულასი მართავდა,თუმცა ეანორისთვის უცნობი იყო,მხოლოდ ელფებმა და ელდორეთის მკვიდრმა მოსახლეობამ იცოდა ამის შესახებ თუმცა ეს ნამდვილად არ ანაღვლებდათ.მედულასი ძალიან მდიდარი იყო,თუმცა თავისი ქონებით უკმაყოფილოს კიდევ აკლდა რაღაც მის ცხოვრებას.ეს ძალაუფლება იყო!მედულასს ძალაუფლება სწყუროდა ამიტომ  ეანორით დაინტერესდა და 5 სამეფოთი მოხიბლულმა  ომისთვის დაიწყო მზადება.მან სულ მცირე დროში  უზარმაზარი ლაშქარი შექმნა ,რომელიც საზიზღარი არსებებით იყო სავსე.ის უფრო და უფრო მეტ ბოროტებას უშვებდა მიდლენდში,სანამ სხვა სამეფოს მმართველები არ ჩაერივნენ ბრძოლაში.მაშინ ხუთმა სამეფომ გაერთიანებული ძალებით გემებით იმ უცნობი მიწებისკენ გაცურეს და ბრძოლაში ჩაებნენ.თუმცა მედულასი არც ისეთი სულელი იყო,სანამ მისი ლაშქარი მიდლენდსა და ელდორეთს შეუტევდა მან თავისი სული ჩრდილოეთით მდებარე  მოჩვენებების კუნძულზე  მცხოვრებ აჩრდილებს მიყიდა,სანაცვლოდ კი მათ მედულსს მედალიონი მისცეს,რომელმაც უძლეველ აჩრდილად აქცია.ამ ომში მრავალი  მამაცი მეომარი დაიღუპა მათ შორის მეფე ართორიც,რაც უფრო მეტს კლავდა მედულასი მით მეტად ძლიერდებოდა..სწორედ იმ დროს როცა ყველას იმედი გადაეწურა და ეანორი ჩრდილმა მოიცვა უცნობ მიწებს გემი მოადგა და ხმელეთზე უძლეველმა ჯადოქარმა  ავალასმა დადგა ფეხი მაშინ იშიშვლა მან სამყაროს 3 ძლევამოსილ მახვილთა შორის ერთერთი და მედულასს პირდაპირ გულში გაუყარა.ედულასი გაქრა  და  მოჩვენებების კუნძულზე გაქცევით უშველა თავს..სწორედ ამ დროს დაკარგა მან ძალა რადგან მედალიონი  დაუვარდა.ავალასმა აიღო მედალიონი და შორს ზღვაში ისროლა შავი სასახლის ფანჯრიდან მაშინ ავალასმა ის ტალღებს გაატანა და სამუდამოდ დაიკარგა.ომი დამთავრდა  თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო..ავალასმა დასწყევლა  უცნობი მიწები რის შემდეგაც ამ მხარეს დაწყევლილი კუნძული ეწოდა,სულ მალე წყვდიადი გაიფანტა,მზემ გამოანათა...ვარსკვლავები კვლავ აკაშკაშდნენ .თუმცა 5 სამეფოს კავშირი დაიშალა  და ხუთივე სამეფოში თითოეულმა მმართველმა თავი  სამეფოს მეფედ გამოაცხადა,მიდლენდში კი ტახტზე ართორის ვაჟი ფილანორი ავიდა,რომელიც მალევე გარდაიცვალა ციებ-ცხელებით,შემდეგ ტახტი მისმა 17 წლის ვაჟმა ელდორმა დაიკავა რომელიც ედულასმა მოატყუა და დაიმორჩილა.ელდორმა კი თავისი სამეფო მედულასს მისცა ,მაშინ მედულასმა ელდორს მედალიონის პოვნა დაავალა თუმცა უშედეგოდ,მოგზაურობით დაქანცულმა ელდორმა ვერ იპოვა მედალიონი ამიტომ მედულასმა ის ცოცხლად დაწვა.მიდლენდი საბოლოოდ ხელში ჩაიგდო და ყველაფერი გააპარტახა.ხეები გახმა ყვავილები დაჭკნა.მიდლენდის თავზე შავი ღრუბლები გაჩნდა და მიდლენდი სიბნელემ მოიცვა ამ სამეფომ დიდება დაკარგა,თუმცა იმედი არ გამქრალა,მიდელერებს რომლებიც  ალანში დასახლდნენ,დღემდე სჯერათ,რომ მეფე დაბრუნდება და აღადგენს წართმეულ დიდებას...

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki